ემანუელ მაკრონსა და სერჯიო მატარელას შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საფრანგეთისა და იტალიის პირველ პირებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და იტალიის პრეზიდენტმა, სერჯიო მატარელამ ორმხრივ ურთიერთობებსა და ევროკავშირში იტალია-საფრანგეთის როლზე ისაუბრეს.
ბოლო რამდენიმე დღეა იტალიისა და საფრანგეთის ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა დაძაბულია. საფრანგეთის ხელისუფლებამ იტალიიდან ელჩიც კი გამოიწვია. ამის მიზეზი იტალიის ვიცე-პრემიერის მიერ გავრცელებული ფოტო იყო, სადაც ის ყვითელჟილეტიანების ლიდერებთან ერთად იყო გადაღებული.