იტალიის აეროპორტებში გაფიცვის გამო საჰაერო მიმოსვლა შეფერხებულია

13:16, 12.11.2024

იტალიის აეროპორტებში ავიადისპეტჩერებისა და საბარგო განყოფილების თანამშრომლების გაფიცვის გამო საჰაერო მიმოსვლა შეფერხდა.

ავიადისპეტჩერებმა ნეაპოლის, პესკარას, პერიჯასა და პამპედუზას აეროპორტებში გამოაცხადეს ოთხსაათიანი გაფიცვა, კერძოდ, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე.

იმავე საათებში საბარგო განყოფილების თანამშრომლები გაფიცვას მართავენ რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში, ასევე ბოლონიისა და კატანიის აეროპორტებში. გაფიცვის გამო მოსალოდნელია რეისების გადადება.

მსგავსი