საფრანგეთის მოქალაქემ ლატარიაში ჯეკპოტი 18 თვის განმავლობაში ორჯერ მოიგო
საფრანგეთის მოქალაქემ ლატარიაში ჯეკპოტი 18 თვის განმავლობაში ორჯერ მოიგო

საფრანგეთის მოქალაქემ ლატარიაში ჯეკპოტი 18 თვის განმავლობაში ორჯერ მოიგო, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სამხრეთ საფრანგეთში მცხოვრებმა იღბლიანმა მამაკაცმა, რომლის ვინაობასაც Le parisien-ი არ ამხელს, პირველი მილიონი 2016 წელს მოიგო, თუმცა ლატარია „My Million-ის“ თამაშს მაინც აგრძელებდა. გასულ კვირას კი გამარჯვება მეორედ მოიპოვა.

საფრანგეთის ეროვნული ლატარიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ქვეყანაში უპრეცედენტო შემთხვევაა.

მათემატიკოსების გამოთვლებით, ლატარია My Million-ში ერთხელ გამარჯვების შანსი 19 მილიონში ერთია.

ხოლო იღბლიანი მამაკაცის შემთხვევა, რომელმაც ჯეკპოტის მოხსნა ორჯერ მოახერხა, 16 მილიარდში ერთია.