ამერიკელმა სტიუ მაკდონალდმა, რომელმაც სიმსივნე ორჯერ დაამარცხა, ლოტოში 4.6 მილიონი დოლარი მოიგო
ამერიკელმა სტიუ მაკდონალდმა, რომელმაც სიმსივნე ორჯერ დაამარცხა, ლოტოში 4.6 მილიონი დოლარი მოიგო

ამერიკელმა სტიუ მაკდონალდმა, რომელმაც სიმსივნე ორჯერ დაამარცხა, ლოტოში 4.6 მილიონი აშშ დოლარი მოიგო. ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.

მაკდონალდმა იღბლიანი ბილეთი 7 სექტემბერს, ბენდში, ეშლის კაფეში შეიძინა. კაფე მოგებული თანხის 1 პროცენტს – 46 ათას აშშ დოლარს მიიღებს.

სტიუ მაკდონალდის თქმით, ის ლოტოს ბილეთს კვირაში ერთხელ ყიდულობდა და როგორც წესი, მეუღლე კლაუდია წარმატებას უსურვებდა. ერთხელაც მეუღლეს დაავიწყდა, სტიუსთვის წარმატება ესურვებინა და როგორც გამარჯვებული ამბობს, სწორედ ამ ბილეთით მოიგო 4.6 მილიონი.

„ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ. ორჯერ დავამარცხე სიმსივნე, ახლა კი, ნახეთ სად ვარ“, – აცხადებს სტიუ მაკდონალდი.