საფრანგეთის ეკოლოგიის მინისტრს ნიკოლა იულოს სექსუალურ ძალადობასა და შევიწროვებაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი აქვეყნებს.
ფრანგულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა Ebdo-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ცნობილი ფარნგული ოჯახის ერთ-ერთი წევრი ქალი ნიკოლა იულოს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. 62 წლის მინისტრმა ბრალდებებს ჯერ კიდევ სტატიის გამოქვეყნებამდე გამოეხმარა და სამარცხვინო ჭორი უწოდა.
„მტკივნეულია, როდესაც ეს არამართლზომიერი და უსაფუძვლოა“, -აღნიშნა იულომ. მინისტრის თქმით, ის გადადგომის საკითხს არ განიხილავს. მედიის ცნობით, ინციდენტი 1997 წელს მოხდა, თუმცა ქალმა პოლიციას მხოლოდ 2008 წელს მიმართა, როდესაც გამოძიების დაწყების ვადა უკვე ამოწურული იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ სამართალდამცველებმა იულო დაკითხეს და საქმე დაიხურა. გასულ თვეს სექსუალურ ძალადობაში საფრანგეთის მთავრობის კიდევ ერთი წევრი, ბიუჯეტის მინისტრი ჟერარ დარმანენი დაადანაშაულეს. მის წინააღმდეგ პარიზის პროკურატურამ 2009 წლის საქმესთან გამოძიება დაიწყო.