„პოლიტიკო“ - ნიდერლანდებში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდი ევთანაზიით არ გარდაცვლილა
„პოლიტიკო“ - ნიდერლანდებში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდი ევთანაზიით არ გარდაცვლილა

ნიდერლანდებში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდი ევთანაზიით არ გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ადგილობრივი გამოცემა „გელდერლანდერის“ რეპორტიორი პოლ ბოლვერკი ამბობს, ის მოზარდის საქმეს ყურადღებით აკვირდებოდა და 17 წლის ნოა პოტჰოვენის მშობლებს არაერთხელ ესაუბრა.

როგორც რეპორტიორი ამბობს, ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე გოგონამ ევთანაზია ითხოვა, თუმცა საავადმყოფოში მას უარი უთხრეს. ბოლვერკის თქმით, „გოგონა საკუთარ სახლში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც წყლისა და საკვების მიღებაზე უარი განაცხადა, ხოლო მშობლებმა და ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ გოგონას საკვებს იძულების წესით არ მისცემენ და სამედიცინო დახმარებას მისი ნების საწინააღდმეგოდ არ გაუწევენ“.

კანონი განმარტავს, რომ ევთანაზიად ითვლება პროცესი, როდესაც პაციენტს ექიმი აძლევს წამალს, რაც მის სიკვდილს გამოიწვევს.

როგორც ცნობილია, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე გოგონამ „ინსტაგრამზე“ გამოაქვცყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ ის რამდენიმე დღეში მოკვდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდის ევთანაზიით გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია წამყვანმა ამერიკულმა და ევროპულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. მათ შორის იყო „ევრონიუსიც“.

დატოვე კომენტარი