რითმ-ენდ-ბლუზის ვარსკვლავი რ. კელი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს
რითმ-ენდ-ბლუზის ვარსკვლავი რ. კელი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს

რითმ-ენდ-ბლუზის ვარსკვლავი რ. კელი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს. „ბიბისის“ ცნობით, ნიუ იორკის სასამართლომ პოპულარული მომღერალი, პროდიუსერი და მუსიკოსი რ. კელი ქალებსა და ბავშვებზე განხორციელებულ სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესი ექვსი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოო ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა ორდღიანი განხილვის შემდეგ გამოიტანეს. ბრალდებები მომღერლის მიმართმა 11-მა პროკურორმა წარადგინა, მათ შორის ცხრა ქალმა და ორმა მამაკაცმა. საბოლოო განაჩენი მომდევნო წლის 4 მაისს იქნება გამოტანილი და მომღერალს რამდენიმე ათეული წლით ემუქრება თავისუფლების აღკვეთა.

პროკურორებმა რ. კელი დაადანაშაულეს იმაში, რომ მან თავისი პოპულარობა და ქონება მსხვერპლთა მოტყუების მიზნით გამოიყენა და მათ მუსიკალური კარიერის აწყობას ჰპირდებოდა. ზოგიერთი მსხვერპლის განცხადებით, ისინი ჯერ კიდევ არასრულწლოვნები იყვნენ, როდესაც მომღერალმა ისინი აცდუნა.

აღსანიშნავია, რომ რ. კელის 13 წლის წინაც წარედგინა ბრალი ილინოისის სასამართლოში ბავშვთა პორნოგრაფიის ბრალდებით, თუმცა სასამართლომ მას გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.

რ. კელი 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსია რითმ-ენდ-ბლუზის ჟანრში. მას გრემის სამი ჯილდო აქვს აღებული.