საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ წილის გაყიდვის გადაწყვეტილებას ზუგდიდის საკრებულოში ხმაური მოჰყვა
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ წილის გაყიდვის გადაწყვეტილებას ზუგდიდის საკრებულოში ხმაური მოჰყვა

საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ 100 %-იანი წილის გაყიდვის გადაწყვეტილებას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე. ხმაური მუნიციპალიტეტის მიერ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ გუნდის წარუმატებლობაში ადგილობრივი ხელისუფლება დაადანაშაულა, რასაც მმართველი გუნდი არ დაეთანხმა.

„ეს ცირკი არ არის. თქვენ ხართ ჯამბაზი და უზრდელი. მამაკაცი რომ იყო, შეგაგინებდი“, – მიმართა ზუგდიდის მერმა, ლაშა გოგიამ ენმ-ის დეპუტატს.

ზუგდიდის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დადგენილება მიიღო გუნდის გასხვისების შესახებ. „ნაციონალური მოძრაობას“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ზუგდიდის საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ უმაღლესი ლიგიდან გავარდა. გუნდს უკრაინელი ინვესტორი ჰყავდა, თუმცა კლუბი უმძიმეს მდგომარეობაშია. გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის საფეხბურთო კლუბის ინვესტორი ყოფილი ფეხბურთელი ზაზა ჯანაშიაა.

ღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს საბავშვო ბაღებში საახალწლო საჩუქრების დარიგებისა და სხვა ტექნიკური საკითხები.