კვორუმის არარსებობის გამო, ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ერთი კვირით გადაიდო
კვორუმის არარსებობის გამო, ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ერთი კვირით გადაიდო

კვორუმის არარსებობის გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ერთი კვირით გადაიდო. გადაწყვეტილების შესახებ სხდომის უხუცესმა თავმჯდომარე კონსტანტინე უბერმა გამოაცხადა.

საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნების დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა დატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ სხდომის ჩატარებისთვის საჭირო კვორუმი იყო, სხდომა გრძელდებოდა და ფრაქციამ „გახარია საქართველოსთვის“ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურა – გიგა ფარულავა დაასახელა. ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი გოგოხიამ გააკეთა განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ არც კანდიდატურას დაასახელებს და არც კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას.

ფრაქცია „ზუგდიდი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიგა ფარულავამ საკრებულოს წევრები ენმ-იდან და „ქართული ოცნებიდან“ სხდომის ჩაშლასა და კრიზისის გაღვივებაში დაადანაშაულა.

ზუგდიდის საკრებულოში 45 წევრიდან 22 არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, 20 „ქართული ოცნებიდან“, სამი – პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“.