საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ - მსოფლიოში ყოველი მეხუთე ბავშვი ომის პირობებში ცხოვრობს
მსოფლიოში ყოველი მეხუთე ბავშვი ომის პირობებში ცხოვრობს, – ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children) იუწყება. საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 420 მილიონ მცირეწლოვანს შეიარაღებული კონფლიქტების პირობებში უწევს ცხოვრება.
Save the Children-ის ანგარიშის თანხმად, კონფლიქტურ ზონებში ყოველწლიურად 100 ათასზე მეტი მცირეწლოვანი იღუპება. ამ მაჩვენებლით დგინდება, რომ კონფლიქტურ ზონებში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ყოველდღიურად საშუალოდ 300 მცირეწლოვანი ეწირება.
დოკუმენტის თანახმად, ბავშვებისთვის სახიფათო ქვეყნებს შორისაა სირია, იემენი, ავღანეთი, სუდანი, კონგო, ერაყი, ნიგერია, სომალი და მალი. ამ სახელმწიფოებში 2013 წლიდან 2017 წლამდე შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 550 ათასზე მეტი ბავშვი დაიღუპა.
საგანგაშო მაჩვენებლის მიზეზად საერთაშორისო ორგანიზაცია შეიარაღებული კონფლიქტების მიზეზით გამოწვეულ შიმშილს, სამედიცინო მედიკამენტებისა და ექიმების ნაკლებობას, ამასთან, შენობებისა და სამედიცინო ცენტრების ნგრევას ასახელებს.
ანგარიშში განმარტებულია, რომ 1990-იან წლებში აღნიშნული მაჩვენებელი ორჯერ დაბალი იყო.