ექიმი - ორი წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც გულმკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობა აღენიშნება, სტაბილურად მძიმეა
ექიმი - ორი წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც გულმკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობა აღენიშნება, სტაბილურად მძიმეა

ორი წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც გულმკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობა აღენიშნება, სტაბილურად მძიმეა, – ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ექიმმა, თამარ ბერუაშვილმა განაცხადა.

„ორი წლის ბიჭი გადმოყვანილია მარნეულის კლინიკიდან. მიღებული აქვს გულ-მკერდის არეში ტრავმა ბასრი იარაღით, კერძოდ მაკრატლით, როგორც დედა გვეუბნება. პირველადი დახმარება გაეწია მარნეულის კლინიკაში. ამ ეტაპზე მოთავსებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. იმყოფება მუდმივ მეთვალყურეობის ქვეშ. მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. საჭიროებს ინტენსიურ მონიტორინგს, ამიტომ გაწერის დრო ჯერ უცნობია“,- განაცხადა ექიმმა.

ორი წლის ბავშვი მარნეულის საავადმყოფოდან იაშვილის კლინიკაში დღეს გადაიყვანეს. მარნეულის საავადმყოფოს ექიმის, სულეიმან კარსკოვის განმარტებით, ბავშვი საავადმყოფოში დედამ მიიყვანა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედამ ორი წლის მოზარდს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ბავშვმა მიიღო თვითდაზიანება მაკრატლით.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

დატოვე კომენტარი