საერთაშორისო კრიტიკოსების შეფასებით, აკა მორჩილაძის „მამლუქი“ 2018 წლის სექტემბრის საუკეთესო წიგნების სიაში მოხვდა
აკა მორჩილაძის „მამლუქი“ 2018 წლის სექტემბრის საუკეთესო წიგნების სიაში მოხვდა.
ნაწარმოებებს 30 საერთშორისო კრიტიკოსი აფასებდა. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „მამლუქი“ გერმანიაში გამომცემლობა Weidle Verlag-ის მიერ დაიბეჭდა. წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე იუნონა გურულმა იმუშავა.
რომანი „მამლუქი”, რომელიც აკა მორჩილაძემ 2009 წელს დაწერა, მოგვითხრობს ქართველი ბიჭისა და ერთ-ერთი შუა აზიური რესპუბლიკის ავტონომიური ოლქის, ქირბალის უკანასკნელი ხანის ვაჟიშვილის შესახებ. მათ თვალწინ XX საუკუნის 90-იანი წლების საქართველოს ტრაგიკული ამბები ხდება.