საერთაშორისო კრიტიკოსების შეფასებით, აკა მორჩილაძის „მამლუქი“ 2018 წლის სექტემბრის საუკეთესო წიგნების სიაში მოხვდა

19:31, 29.08.2018

აკა მორჩილაძის „მამლუქი“ 2018 წლის სექტემბრის საუკეთესო წიგნების სიაში მოხვდა.

ნაწარმოებებს 30 საერთშორისო კრიტიკოსი აფასებდა. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „მამლუქი“ გერმანიაში გამომცემლობა Weidle Verlag-ის მიერ დაიბეჭდა. წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე იუნონა გურულმა იმუშავა.

რომანი „მამლუქი”, რომელიც  აკა მორჩილაძემ 2009 წელს დაწერა, მოგვითხრობს ქართველი ბიჭისა და  ერთ-ერთი შუა აზიური რესპუბლიკის ავტონომიური ოლქის, ქირბალის უკანასკნელი ხანის ვაჟიშვილის შესახებ. მათ თვალწინ XX საუკუნის 90-იანი წლების საქართველოს ტრაგიკული ამბები ხდება.

მსგავსი