აკა მორჩილაძის „ობოლე“ გერმანულ ენაზე გამოიცემა
აკა მორჩილაძის „ობოლე“ გერმანულ ენაზე გამოიცემა

გერმანული გამომცემლობის Mitteldeutscher Verlag მიერ აკა მორჩილაძის „ობოლე“ გამოიცემა.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე ნათია მიქელაძე-ბახსოლიანმა იმუშავა.

„ობოლე“ რომანია, რომლის მთავარი გმირი ირაკლი, მურის ციხისთავების შთამომავალი, მაგრამ გათბილისელებული ბიჭია. ბიჭი ორი დღით ჩადის ერთ პატარა დაბაში ბაბუისეული სახლის ჩატეხილი სახურავის შესაკეთებლად და თავგადასავალიც იწყება.

რომანმა 2012 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია „საბა“ წლის საუკეთესო რომანისთვის.