ქართული წიგნი კანის კინოფესტივალზე პირველად წარდგება
ქართული წიგნი კანის კინოფესტივალზე პირველად წარდგება

ბერლინალეს შემდეგ ქართული ლიტერატურის კიდევ ერთი წარმატება უცხოეთში – Georgian National Book Center-ის ინიციატივით, ქართული რომანი კანის კინოფესტივალის სექციაში Shoot the Book პირველად შეირჩა. მწერალ აკა მორჩილაძის obOle საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლების წინაშე 15 მაისს წარდგება.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, კანის კინოფესტივალზე ქართული ლიტერატურული ნაწარმოებები ქართველმა გამომცემლებმა გასული წლის ნოემბერში წარადგინეს. შერჩეულ 10 საუკეთესო ლიტერატურულ ნაწარმოებებს შორის რამდენიმე წლის წინ გამოცემული რომანი მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ქართულმა ლიტერატურამ უკვე მეორედ მოიპოვა ასეთი წარმატება საერთაშორისო კინოფესტივალებზე.