საერთაშორისო კინოფესტივალზე Golden Apricot მარიამ ხაჭვანის „დედე“ ჟიურის ჯილდოს მფლობელი გახდა
საერთაშორისო კინოფესტივალის Golden Apricot გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე“ კინოკრიტიკოსთა ჟიურის ჯილდოს მფლობელი გახდა (FIPRESCI JURY PRIZE), ვახტანგ კუნცევ – გაბაშვილის დოკუმენტურმა ფილმმა „გამჭვირვალე სამყარო“ კი ჟიურის სპეციალური აღნიშვნა (SPECIAL JURY MENTION) დაიმსახურა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
ფილმი „დედე“ სვან გოგოზე მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს კიდეც. „დედეს” გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. ფილმში პერსონაჟები, ძირითადად, სვანურ ენაზე საუბრობენ.