თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე დაიწვა სასაწყობო ფართის 200 კვადრატული მეტრი ფართობი.
უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ხანძარს შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლოებით 1400 კვ.მ. ფართობი გადაურჩა.
მათივე ინფორმაციით, უწყებაში ხანძრის შესახებ შეტყობინება 11:22 საათზე შევიდა, ხანძრის ლიკვიდაცია კი 14:19 საათზე მოხდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლი დღეს დილით სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობის მესამე სართულზე გაჩნდა, სადაც მეორადი ტანსაცმელი ინახებოდა.