სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს [ფოტო]
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს [ფოტო]

თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ანდრე გუჯაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სასაწყობო ფართში ცეცხლი დაახლოებით 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ განაცხადა, ცეცხლი შენობის მესამე სართულზე გაჩნდა, სადაც მეორადი ტანსაცმელი ინახებოდა.

„ფართი მთლიანობაში არის 1800 კვადრატული მეტრი. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული და დროული რეაგირების შედეგად მთლიანი სართული ხანძარს გადაურჩა. ამ ეტაპზე დაშავებულებოის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ არ ვიცით. მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება, რომ სადმე ცეცხლის კერა არ დარჩეს“, – განაცხადა ანდრე გუჯაიძემ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა.