საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობისას ძველი კირქვით ნაშენი სარკოფაგის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობისას ძველი კირქვით ნაშენი სარკოფაგის ფრაგმენტებია აღმოჩენილი.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ძველი შენობის ნაშთების არსებობის შესახებ სპეციალისტები უკვე საქმის კურსში არიან.
არქეოლოგების მიერ შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს აღმოჩენა.