ბათუმში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე დღეს მეორე ტურის პარტიები ჩატარდა. საქართველოს ვაჟთა მესამე გუნდმა მსოფლიოს უძლიერესი ნაკრების, ამერიკის შეერთებულ შტატების გუნდის წინააღმდეგ ოლიმპიადის პირველ დაფაზე იასპარეზა და 1,5:2,5 დამარცხდა.
ნოე თუთისანმა მსოფლიო რეიტინგის მეორე მოჭადრაკესთან, ფაბიანო კარუანასთან ქულა გაიყო. თუთისანის მსგავსად, ნიკოლოზ პეტრიაშვილმა სამუელ შანკლანდთან, ხოლო ნიკოლოზ კაჭარავამ რეი რობსონთან ყაიმები დააფიქსირეს.
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა მესამე გუნდმა დღეს მესამე დაფაზე გერმანიის გუნდთან ყაიმით 2:2 ითამაშა.
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულმა გუნდმა ნორვეგიის ნაკრებს მშრალი ანგარიშით 4:0 სძლია, ხოლო ვაჟთა ძირითადმა გუნდმა ნორვეგიის ნაკრებთან ყაიმით 2:2 ითამაშა. საქართველოს ქალთა მეორე გუნდმა შვედეთთან შედეგით 2,5:1,5 მოიგო.
საქართველოს ვაჟთა მეორე ნაკრებმა კი დანიის გუნდს 2,5:1,5 სძლია.