ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ინდოეთში გაიმართება #1TVSPORT
ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ინდოეთში გაიმართება #1TVSPORT

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადა 26 ივნისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ინდოეთის ქალაქ ჩენაიში ჩატარდება. შეჯიბრი მოსკოვში უნდა გამართულიყო, მაგრამ რუსეთს მასპინძლობის უფლება უკრაინაში შეჭრის გამო ჩამოართვეს.

ჩენაი მსოფლიოს მე-15 ჩემპიონის ვიშვანათან ანანდის მშობლიური ქალაქია. მასპინძლობის უფლების მოპოვების შემდეგ ანანდიმ განაცხადა, რომ ჩენაი მზად არის საჭადრაკო დედაქალაქი გახდეს.

„მოუთმენლად ველი ჩვენს მეგობრებს. მსოფლიოს ჩვენი კულტურისა და ჭადრაკისადმი ჩვენი დამოკიდებულებების ხარჯზე ღირსეულად ვუმასპინძლებთ“, – განაცხადა ვიშვანათან ანანდიმ.