ჩენაიში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე ხვალ, 9 აგვისტოს გამარჯვებულები გამოვლინდებიან #1TVSPORT
ჩენაიში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე ხვალ, 9 აგვისტოს გამარჯვებულები გამოვლინდებიან #1TVSPORT

საჭადრაკო ოლიმპიადის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა პოლონეთის გუნდთან ფრედ დაასრულა შეხვედრა.

საქართველოს ნაკრები მარცხს ნინო ბაციაშვილმა გადაარჩინა, რომელმაც პარტია 5-საათიანი დაძაბული ბრძოლის შემდეგ გამარჯვებით დაასრულა.

ბოლო ტურის წინ ოლიმპიადის სატურნირო ცხრილს 17 ქულით ინდოეთის ნაკრები ერთპიროვნულად ლიდერობს.

16 ქულით მეორე-მეხუთე ადგილებს პოლონეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და საქართველოს გუნდები ინაწილებენ.

ბოლო ტურში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები აზერბაიჯანის, ინდოეთი აშშ-ის, ხოლო უკრაინის გუნდი პოლონეთის ნაკრების მეტოქე იქნება.

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ბოლო ტურის წინ პერუს გუნდთან ფრედ ითამაშა. გუნდს გამარჯვების ქულა ლევან ფანცულაიამ მოუტანა.