საჭადრაკო ოლიმპიადა ერთი წლით გადაიდო
საჭადრაკო ოლიმპიადა ერთი წლით გადაიდო

მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადა და ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი ერთი წლით გადაიდო კორონავირუსის პანდემიის გამო, – წერს ფედერაციის პრესსამსახური.

გახსნის ცერემონია და ისტორიაში პირველი საჭადრაკო პარალიმპიადა რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში უნდა გამართულიყო, საჭადრაკო ოლიმპიადა – მოსკოვში. გახსნა დაგეგმილი იყო 29 ივლისს, ძირითადი ტურნირი უნდა გამართულიყო 6-17 აგვისტოს.

„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვიტა გადადოს 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადა, აგრეთვე, ფედერაციის კონგრესი“, – წერია განცხადებაში.