საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული გუნდების შემადგენლობები დამტკიცებულია
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე დღეს საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული გუნდების შემადგენლობები დაამტკიცეს.
ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული გუნდის მწვრთნელი და კაპიტანი ელიზბარ უბილავაა, დაფების მიხედვით კი საქართველოს ნაკრების ღირსებას ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი და მერი არაბიძე დაიცავენ.
ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ერთ-ერთმა უძლიერესმა მოჭადრაკემ, ბულგარელმა ივან ჩეპარინოვმა გააძლიერა, ჩეპარინოვის გარდა, გუნდში რომლის კაპიტანი ნინო გურიელი, ხოლო მწვრთნელი ზურაბ სტურუაა ბაადურ ჯობავა, ლევან ფანცულაია, მიხეილ მჭედლიშვილი და დავით ჯოჯუა ითამაშებენ.
საჭადრაკო ოლიმპიადაზე პირველი ტურის პარტიები ბათუმის სპორტის სასახლეში 24 სექტემბერს გაიმართება.