საბურთალოზე არასრულწლოვანი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა
თბილისში, საბურთალოზე მეცხრეკლასელი გოგონა საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან გადავარდა.
მიღებული დაზიანების შედეგად, გოგონა გარდაიცვალა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.