საბურთალოზე არასრულწლოვანი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა
საბურთალოზე არასრულწლოვანი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა

​თბილისში, საბურთალოზე მეცხრეკლასელი გოგონა საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან გადავარდა.

მიღებული დაზიანების შედეგად, გოგონა გარდაიცვალა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.