ჯასტინ ტრუდო - ალექსეი ნავალნის გარდაცვალება არის ტრაგედია, ის ახსენებს მსოფლიოს, რა მონსტრია პუტინი
ჯასტინ ტრუდო - ალექსეი ნავალნის გარდაცვალება არის ტრაგედია, ის ახსენებს მსოფლიოს, რა მონსტრია პუტინი

ალექსეი ნავალნის გარდაცვალება მსოფლიოს ახსენებს, რა მონსტრია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

„ეს ნამდვილად გვაჩვენებს, როგორ გაუსწორდება პუტინი ყველას, ვინც რუსი ხალხის თავისუფლებისთვის იბრძვის. ეს არის ტრაგედია და ეს არის ის, რაც მთელ მსოფლიოს ახსენებს, რა მონსტრია პუტინი“, – განაცხადა ტრუდომ.

ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. რუსული მედიის ინფორმაციით, ნომერ მე-3 კოლონიაში გარეთ სეირნობის დროს ნავალნიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ალექსეი ნავალნის დაღუპვა დაადასტურა.