საავტომობილო გზების დეპარტამენტი - რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი - რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგა

რიკოთის უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

„ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთთან, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახისგან გზის გაწმენდამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

სამუშაოები დასრულებისთანავე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაუყოვნებლივ აღდგა ორმხრივ რეჟიმში“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.