საავტომობილო გზების დეპარტამენტი – რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგა

23:34, 11.06.2024

რიკოთის უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

„ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთთან, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახისგან გზის გაწმენდამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

სამუშაოები დასრულებისთანავე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაუყოვნებლივ აღდგა ორმხრივ რეჟიმში“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მსგავსი