საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე კინოს ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა პანელური დისკუსია გამართეს
საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე კინოს ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა პანელური დისკუსია გამართეს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის თბილისის საარქივო ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე – „კინო, როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ეროვნული იდენტობა და სოციალური კონტექსტი“.

პანელური დისკუსია წლევანდელი კინოფესტივალის სიახლეა და ის მიზნად ისახავს ფესტივალში მონაწილე ქვეყნების კინოინსტიტუციების წარმომადგენელთა შორის კინოარქივების მნიშვნელობასა და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას, გამოცდილებისა და შეხედულებების გაზიარებას.

პანელურ დისკუსიას ჩეხეთის ეროვნული კინოარქივის დირექტორი მიხალ ბრეგანტი ხელმძღვანელობდა. მასში მონაწილეობდნენ: მალტის ეროვნული არქივის დირექტორი ჩარლზ ფარუჯა, პორტუგალიის კინოთეკის წარმომადგენელი რუი მაჩადო, აშშ-ის ეროვნული არქივის წარმომადგენელი ჰეიდი ჰოლმსტრომი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ნინო ქავთარაძე და საქართველოს ეროვნული არქივის კინო-ფოტო-ფონო-დოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორი გიორგი კაკაბაძე.

ინფორმაციას ეროვნული არქივის პრესსამსახური ავრცელებს.