ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპელ ლიდერებთან ერთად თემატურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპელ ლიდერებთან ერთად თემატურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაში სახელწოდებით „მულტილატერალიზმი უსაფრთხოებისა და გეოსტრატეგიული საკითხების ჩათვლით“.

თემატური დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის თავმჯდომარეობით გაიმართა. ლიდერებმა რეგიონულ გამოწვევებზე, კონფლიქტებსა და მათი დაძლევის გზებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამ პროცესში ერთობლივი ძალისხმევის, ერთობის შენარჩუნება და გაძლიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

შეხვდრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი  ნიკოლ ფაშინიანი, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი ალენ ბერსე, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოს ხრისტოდულიდისი, ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პრემიერ-მინისტრი ქსავიე ბეტელი, ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ლეო ვარადკარი, ლატვიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვიკა სილინია და სხვა ლიდერები.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.