სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, რადა-ს შენობისკენ მიემართება
სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, რადა-ს შენობისკენ მიემართება

რამდენიმე წუთის წინ სააკაშვილის მხარდამჭერებმა მოახერხეს დაკავებული სააკაშვილის ავტომობილიდან გადმოყვანა და გათავისუფლება.

სააკაშვილმა მომხრეებს მიმართა და მოუწოდა, რომ ბრძოლა არ შეწყვიტონ.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი კიევიდან იტყობინება, სააკაშვილი, მომხრეებთან ერთდ,  რადას შენობისკენ დაიძრა, სადაც საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.

როგორც სააკაშვილმა პირველი არხის ჟურნალისტს განუცხადა, გამარჯვებისთვის არის დაბადებული და ამ გამარჯვებას აუცილებლად მიაღწევს უკრაინაშიც და საქართველოშიც.  მისი თქმით, არ აპირებს ბრძოლის შეწყვეტას არც უკრაინაში და არც საქართველოში.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი ფართომასშტაბიანი აქციების ჩატარებასა და უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნას გეგმავს.