საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში, სადაც შეკრებილ მრევლს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე გააცნეს.
სამების ტაძარში მიიტანეს იერუსალიმიდან სპეცრეისით ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი.
სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები.