საქართველოს აეროპორტების გაერთიანება შიდა ფრენებზე სააღდგომოდ დამატებით ავიარეისებს ნიშნავს

14:03, 30.04.2024

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით რვა  ავიარეისს ნიშნავს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 2-8 მაისის პერიოდში შესრულდება შემდეგი განრიგით:

„2 მაისი: ნატახტარი – ამბროლაური, გაფრენა – 17:00 საათზე, ამბროლაური – ნატახტარი, გაფრენა – 18:15 საათზე;

3 მაისი:ნატახტარი – მესტია, გაფრენა – 16:30 საათზე, მესტია – ნატახტარი, გაფრენა – 18:15 საათზე;

6 მაისი: ნატახტარი – ამბროლაური, გაფრენა – 17:15 საათზე, ამბროლაური – ნატახტარი, გაფრენა – 18:15 საათზე;

8 მაისი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა – 16:15 საათზე, მესტია – ნატახტარი, გაფრენა 18:15 საათზე.

შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ფრენა 90 ლარი ღირს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით – 50 ლარი. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი