წმინდა ცეცხლი საქართველოშია [ფოტო]
წმინდა ცეცხლი საქართველოშია [ფოტო]

იერუსალიმიდან სპეცრეისით ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი უკვე თბილისშია. ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ, სადაც სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს.

ტრადიციულად, წმინდა ცეცხლი განაწილდება საქართველოს სხვადასხვა ტაძარსა და ეპარქიაში.

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში მორწმუნეებმა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა დღეს იზეიმეს. წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.