შალვა პაპუაშვილი – გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველას, ვინც დღეს აღნიშნავთ საქართველოსა და მსოფლიოში

23:14, 30.03.2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს იმ ადამიანებს, რომლებიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს დღეს აღნიშნავენ.

პარლამენტის თავმჯდომარე მორწმუნეებს მშვიდობას, სიყვარულს და წარმატებებს უსურვებს.

„გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველას, ვინც დღეს აღნიშნავთ საქართველოსა და მსოფლიოში. გისურვებთ მშვიდობას, სიყვარულს და წარმატებებს თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი