რუსული მხარე კახოვკაში კაშხლის აფეთქებაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს
რუსული მხარე კახოვკაში კაშხლის აფეთქებაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს

რუსული მედიის ინფორმაციით, გასულ ღამეს უკრაინის არმიის დაბომბვამ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ზედა ნაწილი გაანადგურა. რუსული მედია წერს, რომ დაბომბვა, სავარაუდოდ, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ოლხადან“ განხორციელდა.

ნოვაია-კახოვკის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების თქმით, კაშხლის სარქველები დაინგრა, თუმცა თავად კაშხალი არ დაზიანებულა. რუსული მედია წერს, რომ უკრაინის არმია კაშხლის ტერიტორიას არტილერიის გამოყენებით განუწყვეტლივ ბომბავს, ასევე, რამდენიმე ჭურვი ჩამოვარდა ქალაქ ნოვაია-კახოვკაშიც.