შალვა პაპუაშვილი – კახოვკაში კაშხლის განადგურება კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია, რუსეთმა უნდა დაასრულოს სისასტიკე, რომელსაც საზღვარი არ აქვს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ეხმაურება. როგორც პაპუაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, ეს რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია.
მისივე თქმით, რუსეთმა უნდა დაასრულოს სისასტიკე, რომელსაც საზღვარი არ აქვს.
„დნიპროს რეგიონში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურება კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის კატასტროფული შედეგით. რუსეთმა უნდა დაასრულოს სისასტიკე, რომელსაც საზღვარი არ აქვს და უარყოფითად მოქმედებს ყველა რეგიონზე და მის ფარგლებს გარეთ. მოვუწოდებთ ევროკავშირს და სხვებს, ვისაც აქვს ეფექტური გავლენის მოხდენის ინსტრუმენტები, უფრო ენერგიულად ჩაერთონ ამ კატასტროფის დასასრულებლად“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
The destruction of the Kakhovka HPP dam on the Dnipro is yet another irresponsible act with catastrophic consequences of the Russian war against Ukraine. Russia must end the brutality that has no borders and negatively influences everybody in the region and beyond. We call on the…
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) June 6, 2023