მედიის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ ნოვაია-კახოვკის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 12 დაშავდა
მედიის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ ნოვაია-კახოვკის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 12 დაშავდა

რუსი სამხედროების მიერ ნოვაია-კახოვკის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 12 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის საოლქო პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, საჰაერო ბომბი საცხოვრებელ სექტორს დაეცა.

„ხერსონის ოლქში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ ნოვაია-კახოვკაზე რუსმა სამხედროებმა განახორციელეს დარტყმა, სავარაუდოდ კონტროლირებადი საჰაერო ბომბებით“, – აღნიშნულია ხერსონის საოლქო პროკურატურის ინფორმაციაში.