კომპანია „უკრჰიდროენერგო“ – კახოვკის ჰიდროელექტროსადგური მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება

11:04, 06.06.2023

სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო კახოვკის ჰიდროელექტროსადგური მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ „უკრჰიდროენერგოს“ პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ვითარების ანალიზს განაგრძობენ. სპეციალისტები მუშაობენ ნგრევის მასშტაბის, წყლის სიჩქარისა და მოცულობის დასაზუსტებლად. ამჟამად წყლის დონე წყალსაცავში მკვეთრად იკლებს, დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია დატბორვის პოტენციური რაიონებიდან.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ძალებმა დღეს დილით ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. ხერსონიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე ნაწილობრივ ან მთლიანად დატბორილია.

მსგავსი