რუსული მედია - ხერსონის ოლქში ხუთკილომეტრიანი საავტომობილო საცობია, ტურისტები ყირიმის დატოვებას ცდილობენ
ხერსონის ოლქში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხუთკილომეტრიანი საავტომობილო საცობია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც იუწყებიან, ტურისტები ცდილობენ, დატოვონ ყირიმი და მელიტოპოლის მიმართულებით გადაადგილდნენ. ამის გამო ჯანოკოე-მელიტოპოლის მარშრუტზე გააუქმეს კომენდანტის საათი. დონეცკის ოლქის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა თქმით, ეს ნაბიჯი გადადგეს, რათა ტურისტებს ამ ტერიტორიის გავლით რუსეთში ჩასვლის საშუალება მისცენ.
ამასთან, რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია იუწყება, რომ ყირიმში ტურების მასობრივი გაუქმება არ შეინიშნება, თუმცა ტურისტების ნაწილი უახლოესი დღეების ჯავშნებს აუქმებს.
რუსული მედიის ცნობით, ტურისტული ავტობუსებისთვის ღიაა საბორნე გადასასვლელი და ასევე არსებობს ჰიბრიდული მარშრუტი, რომელიც გულისხმობს ელექტრომატარებლით მგზავრობასაც.
ცნობისთვის, გუშინ, ღამით ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა. შედეგად ხიდზე შეწყვეტილი იყო საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა.