რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყირიმის ნახევარკუნძულს დრონებით დაესხნენ თავს და რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა 38 დრონი გაანადგურეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყირიმის ნახევარკუნძულს დრონებით დაესხნენ თავს და რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა 38 დრონი გაანადგურეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყირიმის ნახევარკუნძულს დრონებით დაესხნენ თავს.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა ანექსირებული ნახევარკუნძულის საჰაერო სივრცეში 38 დრონი გაანადგურეს.

მანამდე ფეოდოსიაში აფეთქებების შესახებ გავრცელდა ცნობები. ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ გაავრცელა.

მოგვიანებით, ყირიმის ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება შეწყდა.

როგორც რუსული მედია წერს, ამჟამად შეზღუდვა მოიხსნა და ხიდზე გადაადგილება შესაძლებელია.