ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას სჭირდება „ატაკამსის“ ტიპის რაკეტები ოკუპირებულ ყირიმში რუსული აეროდრომების დასაბომბად
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას სჭირდება „ატაკამსის“ ტიპის რაკეტები ოკუპირებულ ყირიმში რუსული აეროდრომების დასაბომბად

უკრაინას სჭირდება „ატაკამსის“ ტიპის რაკეტები არა რუსეთის, არამედ ოკუპირებულ ყირიმში რუსული აეროდრომების დასაბომბად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტთან, დევიდ იგნატიუსთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყირიმში რუსული აეროდრომების დაბომბვა აუცილებელია, რადგან სწორედ ამ აეროდრომებიდან უშვებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მაღალი სიზუსტის რაკეტებს.

„რუსეთს როდესაც აქვს რაკეტები და ჩვენ არა, ისინი თავს ესხმიან ყველაფერს: გაზს, ენერგეტიკას, სკოლებს, ქარხნებს, სამოქალაქო შენობებს. რუსეთი როდესაც გაიგებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ თვითმფრინავების განადგურება, ისინი ყირიმიდან თავს არ დაგვესხმებიან. ეს იგივეა, როგორც საზღვაო ფლოტის შემთხვევა. ჩვენ ისინი გავიყვანეთ ჩვენი ტერიტორიული წყლებიდან. ახლა კი მათ ყირიმის აეროდრომებიდან გავაძევებთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის კონგრესში შიდა დავების გამო უკრაინამ ნახევარი წელიწადი დაკარგა. მისივე თქმით, უკრაინა არ უნდა იყოს პოლიტიკური საკითხი პარტიებს შორის.