რუსული მძლეოსნობა ისევ უსტატუსოდ რჩება
რუსული მძლეოსნობა ისევ უსტატუსოდ რჩება

ბუენოს-აირესში მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის სხდომა გაიმართა, რომელზეც რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის სტატუსი განიხილეს. განხილვის შემდეგ, რუსული ფედერაციის დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსულმა მხარემ არ შეასრულა აღდგენისთვის საჭირო კრიტერიუმები.

„ფედერაციის საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება – გაეგრძელებინა რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის დროებითი დისკვალიფიკაცია. ამ საკითხს 2018 წლის დეკემბერში დავუბრუნდებით“, – განაცხადა საერთაშორისო ფედერაციის ჩინოვნიკმა რუნე ანდერსონმა.

ცნობილია, რომ რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის წევრობა საერთაშორისო ფედერაციაში 2015 წლის ნოემბერში შეჩერდა. მიზეზი რუსი მძლეოსნების მხრიდან ანტისადოპინგო წესების სისტემატიური დარღვევა გახდა. ამის გამო, რუსეთის მძლეოსანთა ნაკრები რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადაზე არ დაუშვეს.