ლაშა ღულელაურმა ტოკიო 2020-ზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
ლაშა ღულელაურმა ტოკიო 2020-ზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიურ არენაზე კიდევ ერთი ქართველი მძლეოსანი გამოვიდა. სამმხტომელი ლაშა ღულელაური შეჯიბრებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო.

მასში 16 სპორტსმენი მონაწილეობდა, რომელთაგან მომდევნო ეტაპზე საუკეთესო რვა გადიოდა.

ღულელაურმა დიდი მცდელობის მიუხედავად საკვალიფიკაციო ბარიერი ვერ დაძლია და გათამაშებას გამოეთიშა.

დღესვე პირთვის კვრაში იასპარეზებს გორელი სპორტსმენი გიორგი მუჯარიძე.