უკრაინული წარმოშობის ყოფილ მძლეოსანს ადამიანებით ვაჭრობა ბრალდება
უკრაინული წარმოშობის ყოფილ მძლეოსანს ადამიანებით ვაჭრობა ბრალდება

შვიდჭიდში ისრაელის რეკორდსმენს, უკრაინული წარმოშობის მძლეოსანს სვეტლანა გნეზდილოვას ადამიანების ვაჭრობაში, პროსტიტუციის იძულებასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ, – დაწერა გერმანულმა გაზეთმა „ველტ“-მა (Die Welt).

წყაროს ცნობით, ყოფილი მძლეოსანი თელ-ავივში საგამომძიებლო იზოლატორშია მოთავსებული. როგორც ირკვევა, გნეზდილოვა ისრაელში მეძავებად სამუშაოდ ახალგაზრდა გოგონებს (ძირითადად, რუსეთიდან) აგროვებდა. ამასთან, გნეზდილოვა მათ მიერ გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს იტოვებდა. თუ სასამართლო უკრაინელს დამნაშავედ სცნობს, მას მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება.

„არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი. გონებაში მხოლოდ კეთილი ამბები მიტრიალებს. განათლებული ქალი ვარ, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს ქალიშვილთან ერთად ისრაელში კარგი ცხოვრება მქონდეს,“ – განაცხადა გნეზდილოვამ სასამართლოში.

ორი წლის წინ, ისრაელის სამართალდამცავებმა ერთხელ უკვე დაიწყეს გამოძიება გნეზდილოვასთან დაკავშირებით, მაგრამ უკრაინელისთვის ბრალი არ წაუყენებიათ, რადგან ცნობილი გახდა, რომ გამომძიებელი ერთ-ერთი გოგონას მომსახურებით სარგებლობდა, რომელსაც უკრაინელი პროსტიტუციას აიძულებდა.

გნეზდილოვა უკრაინაში 1969 წელს დაიბადა. 1995 წელს, ისრაელში ემიგრაციაში წავიდა. 2008 წელს, მძლეოსანმა კარიერა დაასრულა.