ძიუდო | საბა ინანეიშვილი ზაგრების გრანპრის მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT
ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს გრანპრიზე დღეს სამი ქართველი სპორტსმენი გამოვიდა. მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმა მერვედფინალში ავსტრიის სახელით გამომსვლელი მოვლი ბორჩაშვილი დაამარცხა და ნახევარფინალში გადასასვლელად ევგენი ბალევსკის დაუპირისპირდება.
90კგ-ში მერვედფინალშია გასული ლუკა ჯავახიშვილი (90 კგ), სადაც მისი მეტოქე ნორვეგიელი კორნელიუს ეილერტსენი იქნება. გრანპრის ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა თორნიკე ფოლადიშვილი (100 კგ).

საქართველოს ნაკრები შეჯიბრზე ახალგაზრდული შემადგენლობით გამოდის. 14 ნოემბერს ტურნირზე ოქროს მედლის მფლობელი გიორგი ლოლაძე (73 კგ) გახდა.