ძიუდო | ინანეიშვილი და ჯავახიშვილი ზაგრების გრანპრის ნახევარფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT

16:44, 15.11.2026

ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს გრანპრიზე საბა ინანეიშვილი (+100) ნახევარფინალში იჭიდავებს – ქართველმა ძიუდოისტმა უკრაინელი ევგენი ბალევსკი დაამარცხა და ფინალში გადასასვლელად აზრბაიჯანელ კანან ნასიბოვს დაუპირისპირდება.

ლუკა ჯავახიშვილმა (90 კგ) ბრაზილიელი რაფაელ მასედოს სძლია და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბელგიელ კრისტიანსენსა და ბერძენ ცელიდისს შორის გამარჯვებულს შეხვდება. გრანპრის ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა თორნიკე ფოლადიშვილი (100 კგ).

საქართველოს ნაკრები შეჯიბრზე ახალგაზრდული შემადგენლობით გამოდის. 14 ნოემბერს ტურნირზე ოქროს მედლის მფლობელი გიორგი ლოლაძე (73 კგ) გახდა.

მსგავსი