ძიუდო | ჯავახიშვილი და ინანეიშვილი ზაგრების გრანპრიზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ #1TVSPORT
ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს გრანპრიზე საბა ინანეიშვილი (+100) და ლუკა ჯავახიშვილი (90 კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ – ორივე მათგანი ნახევარფინალურ ორთაბრძოლაში დამარცხდა.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება.
საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაზე ახალგაზრდული შემადგენლობით გამოდის. 14 ნოემბერს ტურნირზე ოქროს მედლის მფლობელი გიორგი ლოლაძე (73 კგ) გახდა.