პარამძლეოსანმა მარიამ ბაქრაძემ პარიზის გრანდ სლემზე ორი მედალი მოიპოვა #1TVSPORT
პარამძლეოსანმა მარიამ ბაქრაძემ პარიზის გრანდ სლემზე ორი მედალი მოიპოვა #1TVSPORT

საქართველოს პარამძლეოსნობის ნაკრები გუნდი პარიზის გრან-პრის გათამაშებაზე წარმატებით ასპარეზობს.

მიმდინარე ტურნირზე, მარიამ ბაქრაძემ, სირბილში 200 მეტრ დისტანციაზე მეორე ადგილი დაიკავა, 100-მეტრზე კი მესამე ადგილზე გავიდა.

დღეს, ამავე ტურნირზე, გიორგი ნიკოლაძემ სიგრძეზე ხტომაში მეექვსე ადგილი დაიკავა.

საქართველოს პარა მძლეოსნობის ნაკრები, განაგრძობს ასპარეზობას პარიზის გრანდ სლემზე. დავით ქავთარაძე სიგრძეზე ხტომაში შეეცდება საპრიზო ადგილის მოპოვებას.